„ფროსინონეს“ დირექტორთა საბჭოს წევრი - საბა საზონოვის დამატებაზე უარი ვთქვით #1TVSPORT
„ფროსინონეს“ დირექტორთა საბჭოს წევრი - საბა საზონოვის დამატებაზე უარი ვთქვით #1TVSPORT

„ფროსინონეს“ დირექტორთა საბჭოს წევრმა, გვიდო ანჯელოციმ განაცხადა, რომ კლუბმა გადაწყვიტა, ამ დროისთვის საბა საზონოვთან კონტრაქტი არ გააფორმოს. შესაბამისად, ფეხბურთელთან დაკავშირებით იტალიურ კლუბს მოსკოვის „დინამოსთვის“ არ მიუმართავს.

„ფროსინონეს“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ადრე განაცხადა, რომ იტალიის სერია A-ს კლუბი საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ 21 წლის მცველის შეძენას განიხილავდა.

„ამ მომენტისთვის ჩვენ უარი ვთქვით საზონოვის შეძენაზე“, – განაცხადა ანჯელოციმ RB Sport-თან საუბრისას.

საბა საზონოვის მიმართ ინტერესს ასევე იჩენდა საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარი „ლიონი“, თუმცა კლუბმა „დინამოს“ მიერ დასახელებული თანხის გადახდა არ ისურვა. რუსული მხარე საქართველოს ნაკრების წევრს 3-4 მილიონ ევროდ აფასებდა.