ფრიდონ ინჯია ლევან მამალაძის შეწყალებას ითხოვს
ფრიდონ ინჯია ლევან მამალაძის შეწყალებას ითხოვს

რა გახდა ლევან მამალაძის შეწყალება, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ინჯიამ აღნიშნა, რომ ლევან მამალაძე თითქმის 19 წელია, საქართველოში არ ყოფილა და ეს უკვე დასჯაა.

„მინდა, მიმართვით დავიწყო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ჩვენი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ღირსეული პრეზიდენტია, ღირსეული ოჯახისშვილია, ქართველი სულით, გულით და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ყველგან, მსოფლიოში იყოს თავის ადგილზე. არის გარკვეული კატეგორია ხალხის, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ამას, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ის თავის ადგილზეა და აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული. მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი გადაწყვეტილება იყო, ჩემი ხმა მაშინ მივეცი სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ჩვენი პრეზიდენტია, ხელმძღვანელობს კანონებით. მაგრამ პრეზიდენტს ამ შემთხვევაში აქვს კანონზე ზევით თავისი პრინციპები და მიდგომები, რა პრინციპებითა და მიდგომებით ჩვენი პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებებს და ამნისტირებას უკეთებს მსჯავრდადებულებს. ეს თავისი შეხედულებით, თავისი პრინციპებით, მიდგომებით.

იყვნენ მსჯავრდადებულები, რომლებსაც თხოვნით, შუამდგომლობით, სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციებისგან გამომდინარე, ამნისტირება გაუკეთა; რომლებსაც ჰქონდათ მილიონები მითვისებული და ათასი სხვა რაღაც, რომლის თაობაზეც ისინი ეთანხმებოდნენ გადაწყვეტილებას. რა გახდა მამალაძის შეწყალება?! ადამიანი, რომელიც თითქმის 19 წელია, საქართველოში არ არის. ეს უკვე დასჯაა იმისთვის, რომ ამ 19 წლის განმავლობაში მთელი ოჯახის წევრები შეეწირა მის ამ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც დღეს ქართული ოჯახი არის. ლევან მამალაძე ჩემი არც მეგობარია, არც ნათესავია. მე ვიცნობ მას, მხოლოდ ეს არის და გული მტკივა, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც კი ვერ შეძლო, ჯერ ერთი მამის გარდაცვალება, ბიძის გარდაცვალება, კიდევ ათასი რაღაცები. რა გახდა, რა გააკეთა იმ კაცმა, რა ოქროს ზოდები წაიღო, სად არის ეს ოქროს ზოდები. თუ რამე მას მოპარული ჰქონდა ან რაღაც, ამ 19 წლის განმავლობაში ხომ გამოჩნდებოდა. თუ ისეთი დანაშაული აქვს, რომელიც ჩვენ არ ვიცით და ასე უნდა იყოს დამალული. გამაგებინეთ. ახლა მოვიდა დრო და აი, ვფიქრობ, რომ კიდევ იყვნენ ევროსაბჭოდან, რაღაცა შუამდგომლობა და შეიძლება, კიდევ გაათავისუფლოს, კიდევ რაღაცა პრინციპებით, მიდგომებით ჩვენმა პრეზიდენტმა, კიდევ მიიღოს რაღაც აქტები. ნუთუ ამ პრინციპებში, ამ მიდგომებში, ამ კანონებში არ ხდება ლევან მამალაძე?! საინტერესოა, რა ხდება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.