ფრიდონ ინჯია - ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამით ინფრასტრუქტურა უფრო ადვილად აშენდება #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXV რიგითი ყრილობაზე სიტყვით გამოსვლა მარტვილის „მერანის“ მეპატრონემ, ფრიდონ ინჯიამ ითხოვა.
„ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის, ეს დიდი პოლიტიკაცაა. ხვიჩა კვარაცხელია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მოტივაციის წყარო გახდა და ქართულ ფეხბურთს ბევრ ქვეყანაში გულშემატკივრები შესძინა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საკომპენსაციო თანხების მიღება პრობლემა გახდა, რაც ამ ორგანიზაციების შუალედურ რგოლებს უკავშირდება. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას რაც შეეხება, იმედია, კლუბების დახმარების გარდა, ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსებაც იქნება გათვალისწინებული. სასურველია, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა ისევ ხუთწლიანი იყოს, რადგან პროექტები უფრო ადვილად განსახორციელებელი გახდება.
სომხეთთან ერთად 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ვაპირებთ. ხომ არ არის შესაძლებელი, ამიერკავკასიაში ერთიანი საკლუბო ტურნირის ჩატარებაც? ამასთან დაკავშრებით შემიძლია, სომხეთსა და აზერბაიჯანს ვესტუმრო და დაინტერესებულ პირებს შევხვდე.
ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია მარტვილში „მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონის“ განახლებაც – ეს ქართული ფეხბურთისთვის სასურველი და საჭირო საქმე იქნება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.