ფრიდონ ინჯია - ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია
ფრიდონ ინჯია - ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, მივიღეთ კითხვარი ევროკავშირიდან, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გავხდეთ კანდიდატი ქვეყანა, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის სხდომაზე.

„კარგია, რომ ამ საქმეს პრემიერ-მინისტრი ჩაუდგება სათავეში. ევროკავშირში გაწევრიანება, უმნიშვნელოვანესია, საქართველოს მომავლისთვის და რეგიონში მისი კუთვნილი ადგილის დასაკავებლად. უნიკალური შემთხვევა მოგვეცა და პროცესების დასაჩქარებლად, ვისაც რა შეუძლია, ყველამ მონაწილეობა უნდა მიიღოს“, – განაცხადა ინჯიამ.

დეპუტატმა ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს მიმართა და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

„მინდა, მივმართო ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს. მათ შორის ბევრია განათლებული, პასუხისმგებლიანი ადამიანი. იმედი მაქვს, ისინი მალე გათავისუფლდებიან და შეუერთდებიან იმ ხალხს, რომელთაც მართლაც უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.