ფრენსის ნგანუმ UFC დატოვა - მძიმწონოსან ჩემპიონს ტიტული ჩამოერთვა #1TVSPORT
ფრენსის ნგანუმ UFC დატოვა - მძიმწონოსან ჩემპიონს ტიტული ჩამოერთვა #1TVSPORT

ფრენსის ნგანუსა და UFC-ის გზები გაიყო. მებრძოლსა და ორგანიზაციას შორის კონტრაქტთან დაკავშირებული დავა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შედეგად, UFC-მ ნგანუს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა, სპორტსმენი კი თავისუფალი აგენტი გახდა.

UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა პრესკონფერენციაზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მძიმეწონოსანი ჩემპიონი ტიტულს აღარ ფლობს და მასთან კონტრაქტი გაწყდა.

უაითმა განაცხადა, რომ ნგანუს ხელი არ შეეშლება სხვა ორგანიზაციასთან კონტრაქტის გაფორმებაში. UFC-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მებრძოლი გამუდმებით ითხოვდა სუსტ მოწინააღმდეგებსა და მაღალ ჰონორარს, რაც შეუძლია, უკვე სხვა პრომოუშენს მოსთხოვოს.