ფრენსის ნგანუ - თავს შერეული ორთაბრძოლების სპორტსმენად არ მივიჩნევ, მე მოკრივე ვარ #1TVSPORT
ფრენსის ნგანუ - თავს შერეული ორთაბრძოლების სპორტსმენად არ მივიჩნევ, მე მოკრივე ვარ #1TVSPORT

UFC-ის ყოფილმა მძიმეწონოსანმა ჩემპიონმა, ფრენსის ნგანუმ ტაისონ ფიურისთან ორთარძოლისთვის მზადების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ თავს ММА-ის სპორტსმენად არ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ კრივისა და შერეული ორთაბრძოლების გულშემატკივრების ყურადღება მიპყრობილია ნგანუსა და დაუმარცხებელი მძიმეწონოსანი მოკრივის, „ბოშათა მეფედ“ წოდებული ტაისონ ფიურის მომავალ დაპირისპირებაზე.

„ММА-ის მებრძოლის მენტალიტეტით არ ვვარჯიშობ. თავს შერეული ორთაბრძოლების სპორტსმენად არც მივიჩნევ, მე მოკრივე ვარ და ვემზადები, როგორც მოკრივე. თქვენ, მეგობრებო, აუცილებლად დაინახავთ ჩემში მოკრივეს“, – განაცხადა კამერუნელმა.

ტაისონ ფიურისა და ფრენსის ნგანუს ეპიკური ბრძოლა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში 28 ოქტომბერს გაიმართება.