ფრენსის ნგანუ დანა ვაიტს მადლობას უხდის
ფრენსის ნგანუ დანა ვაიტს მადლობას უხდის

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის 18 აპრილის ჩაშლილ ღონისძიებას ფრენსის ნგანუ გამოეხმაურა. კამერუნელი მძიმეწონოსანი UFC 249 – ის ფარგლებში ჯაერზინიო როზენსტრუიკს უნდა შეხვედროდა.

მიუხედავად გადადებული ღონისძიებისა, ნგანუ ორგანიზაციის პრეზიდენტ დანა ვაიტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის და მის გადაწყვეტილებას მართებულად მიიჩნევს:

„18 აპრილის ღონისძიება არ გაიმართება, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. მე პირადად ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ UFC-ის და მათ მიერ ჩატარებული სამუშაოსი. მადლობა რომ ასე შეეცადეთ“.