ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი დაინტერესებულია „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებით. კლუბი საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს, – წერს კატალონური გამოცემა Mundo Deportivo.
ნახევარმცველი კმაყოფილია მიმდინარე სიტუაციით: ის უკვე ხშირად ხვდება ჰანსი ფლიკის გუნდის ძირითად შემადგენლობაში და აღარ აწუხებს ტკივილი კოჭის არეში.
ამასთან დაკავშირებით, გაიზარდა დაინტერესება „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე. ფეხბურთელმა ამის შესახებ გასახდელში გამოაცხადა.
კლუბში დე იონგის ამ სიტყვებს ერთდროულად სიხარულით და შეშფოთებით შეხვდნენ. „ბარსელონას“ სურს დააკვირდეს ნიდერლანდელის თამაშს სეზონის დარჩენილ ნაწილში, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი კონტრაქტის შესაძლო გაფორმებაზე.
ფეხბურთელი მოსწონს ფლიკს, კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ყოველთვის დადებითად იყო განწყობილი მის მიმართ, ხოლო სპორტულ დირექტორს დეკუს არა ერთი მცდელობა ჰქონდა ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე. ამასთან, „ბარსელონაში“ აცნობიერებენ, რომ დე იონგის ხელფასი მეტისმეტად მაღალია და სურთ, რომ კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში, ნიდერლანდელის შემოსავალი შეესაბამებოდეს კლუბში არსებულ ფინანსურ სიტუაციას.
ამ სეზონში დე იონგმა ლა ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.