ფრენკი დე იონგმა თანაგუნდელებს განუცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ წასვლა მის გეგმებში არ შედის #1TVSPORT
ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა „ბარსელონას“ გასახდელში თანაგუნდელებს გამოუცხადა, რომ არ აპირებს „მანჩესტერ იუნაიტედში“ წასვლას.
„მე არ შემიძლია წასვლა. როგორ უნდა წავიდე „ბარსელონადან?“ – მოჰყავს ნიდერლანდელი ფეხბურთელის სიტყვები გამოცემა Sport.es-ს.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ გუნდებმა შეათანხმეს დე იონგის 85-მილიონიანი ტრანსფერი. ინგლისური კლუბი 25 წლის ნიდერლანდელს თავის მთავარ სატრანსფერო სამიზნედ ხედავს. კატალონელთა ხელმძღვანელებიც დაინტერესებულნი არიან მისი გაყიდვით.
თავად დე იონგს არ სურს „ბარსელონას“ დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერის“ ახალ მთავარ მწვრთნელთან ერიკ თენ ჰაგთან „აიაქსში” უმუშავია.
წერენ, რომ ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ სახლი შეიძინა ბარსელონაში და ამ ქალაქში დარჩენა სურს. მას მოსწონს კატალონიაში ცხოვრება და გრძნობს, რომ ბევრის გაკეთება შეუძლია კლუბისთვის.