ფრენკი დე იონგმა „ბარსელონაში“ დარჩენა გადაწყვიტა #1TVSPORT
ფრენკი დე იონგმა „ბარსელონაში“ დარჩენა გადაწყვიტა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი მზად არის დარჩეს გუნდში და განიხილოს კლუბთან კონტრაქტის რესტრუქტურიზაცია, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა Diario Sport-მა.

წყაროს ცნობით, მხარეებმა ერთმანეთს პირველი წინადადებები წარუდგინეს. შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ თითქმის მთელი ზაფხული ცდილობდა ნიდერლანდელის გაყიდვას.

ფრენკი დე იონგის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ გამოთქვამდნენ. მისი კონტრაქტი კატალონურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.