ფრენკი დე იონგი „ბარსელონაში“ ხელშეუხებელი აღარ არის #1TVSPORT
ფრენკი დე იონგი „ბარსელონაში“ ხელშეუხებელი აღარ არის #1TVSPORT

„ბარსელონა“ ნახევარმცველ ფრენკი დე იონგის გაყიდვის ვარიანტს განიხილავს.

გაზეთ „მარკას“ მონაცემებით, კატალონურ კლუბში აღარ მიჩნიათ 24 წლის ნიდერლანდელი ხელშეუხებელ ფეხბურთელად, რადგან ამ სეზონში ის იმაზე ცუდად თამაშობს, ვიდრე ელოდნენ.

ზაფხულში „ბარსელონამ“ შეიძლება გაყიდოს დე იონგი, თუ კარგ წინადადებას მიიღებს. კატალონელებს ასეთი გარიგება შესანიშნავ შესაძლებლობად მიაჩნიათ იმისთვის, რომ დიდი თანხა გამოიმუშავონ.

გარდა ამისა, დე იონგის წასვლა დადებითად დაეტყობა „ბარსელონას“ სახელფასო ბიუჯეტს. ახლა, კატალონურ კლუბს ნახევარმცველი წელიწადში 30 მილიონი ევრო უჯდება – ფეხბურთელის ხელფასისა და ტრანსფერის თანხის ამორტიზაციის გათვალისწინებით.

ნახევარმცველების – პედრის, გავისა და ნიკო გონსალესის პროგრესის გათვალისწინებით, ფრენკი დე იონგის შემადგენლობაში შენარჩუნების აუცილებლობა აღარ არსებობს, – მიაჩნიათ კატალონურ კლუბში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს „ბარსელონამ“ „აიაქსს“ დე იონგში 75 მილიონი ევრო გადაუხადა.