ფრენკი დე იონგი „ბარსელონას“ 5-6 კვირა დააკლდება #1TVSPORT

12:13, 27.02.2026

ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერს, „ბარსელონას“ თვეზე მეტხანს მოუწევს ნახევარმცველ ფრენკი დე იონგის გარეშე თამაში.

კატალონურმა კლუბმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კუნთის ტრავმა ვარჯიშზე მიიღო.

„დღეს, დილით, ვარჯიშის დროს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელმა ფრენკი დე იონგმა მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო.

სამედიცინო გამოკვლევა ადასტურებს, რომ აღდგენის პროცესი 5-6 კვირას დაიკავებს“, – წერია „ბარსელონას“ განცხადებაში.

მსგავსი