ფრენკ ლემპარდმა კეპა მეორე მეკარედ გადაიყვანა
ფრენკ ლემპარდმა კეპა მეორე მეკარედ გადაიყვანა

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა გამოაცხადა, რომ ამიერიდან, მიმდინარე სეზონში გუნდის პირველი მეკარე ედუარ მენდი იქნება. სენეგალელმა ორი მატჩის გამართვა მოასწრო ჩელსის რიგებში და ორივეჯერ კარი „მშრალად“ შეინახა. ასე რომ, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს ესპანელი კეპა არისაბალაგა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. 2018 წლის ზაფხულში, ლონდონელებმა მასში 80 მილიონი ევრო გადაიხადეს.

„ახლა ის იქნება ძირითადში. როცა მენდი ჩვენთან მოვიდა, ვიცოდით, რომ ის იბრძოლებდა ძირითადში მოსახვედრად. და მან ვარჯიშებზე აჩვენა, რომ იმსახურებს ამას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან აღარ უნდა გააგრძელოს მუშაობა ასეთი მონდომებით, რათა საკუთარი დონე შეინარჩუნოს“, – თქვა ლემპარდმა.

„ჩელსიმ“ მენდი წლევანდელი საზაფხულო ბაზრისას 27 მილიონ ევროდ „რენიდან“ შეიძინა.