ფრენკ ლემპარდმა ჰავერცის ძირითადი ნაკლი დაასახელა
ფრენკ ლემპარდმა ჰავერცის ძირითადი ნაკლი დაასახელა

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის ახალწვეულს კაი ჰავერცს ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება მართებს.

„ძირითადი პრობლემა – ჰავერცის ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. მას უდიდესი ტალანტი გააჩნია და, უბრალოდ, ტემპის აკრეფა სჭირდება. ასეთ შემთხვევაში, მისი თამაში უფრო ცხადი გახდება.

მან უკვე ითამაშა რამდენიმე პოზიციაზე. გასულ წელს, „ლევერკუზენში“ ჰავერცი ბევრს მოქმედებდა მარჯვენა ფლანგზე. მე ჩემი იდეები მაქვს და მას უფრო წინ ვხედავ“, – თქვა ლემპარდმა.

ჰავერცის „ჩელსიში“ ტრანსფერის შესახებ ოთხ სექტემბერს გამოცხადდა. გარიგების თანხამ 80 მილიონი ევრო შეადგინა.