ფრენკ ლემპარდი - „შეფილდთან“ მატჩი უნდა დავივიწყოთ და საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძოლოთ
ფრენკ ლემპარდი - „შეფილდთან“ მატჩი უნდა დავივიწყოთ და საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძოლოთ

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლემპარდმა „შეფილდთან“ განცდილი მარცხის შემდეგ (0:3) კომენტარი გააკეთა.

„შეფილდმა“ ფიზიკური მომზადებით გვაჯობა, აგრეთვე ბურთის ფლობითა და ფსიქოლოგიური განწყობით, ისინი გამარჯვებას იმსახურებდნენ, – ციტირებს „ჩელსის“ ოფიციალური ვებგვერდი მთავარი მწვრთნელის სიტყვებს. – იმდეგაცრუებული ვარ, მაგრამ ახლა ეს თამაში უნდა დავივიწყოთ და საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძოლოთ.

ამ მატჩმა ბევრი რამ მასწავლა, რაც მომავალში გამომადგება. რთული მომენტები უფრო მეტს გვასწავლიან, ვიდრე გამარჯვებები. ეს გამოცდილება მომავალში აუცილებლად დაგვეხმარება“, – აცხადებს ფრენკ ლემპარდი.

დატოვე კომენტარი