ფრენკ ლემპარდი – ახალ რეალობასთან ადაპტაცია უნდა მოვახერხოთ

18:06, 07.06.2020

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლემპარდმა პრემიერლიგის განახლებასა და მომავალ მატჩებზე ისაუბრა, რომლებიც უმაყურებლოდ, ცარიელ ტრიბუნებთან გაიმართება.

„ჩვენ ზუსტად ისევე ვემზადებით, როგორც ყოველთვის, სხვა კომპონენტებში, რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება, – მოჰყავს ლემპარდის სიტყვები „ჩელსის“ ოფიციალურ ვებგვერდს. – ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეცვლილ ატმოსფეროს მომზადებულები შევხვდეთ – ამაზე მოთამაშეებთან ერთად ვიმსჯელეთ.

ყველაფერი განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც მიჩვეულები ვიყავით. ეს თამაშის ტემპსაც შეცვლის. ჩვენ ვუყურებთ გერმანიის ჩემპიონატს და ვხედავთ, რომ ახალ რეალობასთან ადაპტაცია უნდა მოვახერხოთ“, – ამბობს „ჩელსის“.

მსგავსი