ფრენკ ლაპარდისთვის „ჩელსიმ“ „დერბი კაუნტის“ 4 მილიონი უნდა გადაუხადოს
ფრენკ ლაპარდისთვის „ჩელსიმ“ „დერბი კაუნტის“ 4 მილიონი უნდა გადაუხადოს

ლონდონის „ჩელსის“ 4 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევს „დერბი კაუნტისთვის“, თუ ფრენკ ლამპარდს მთავარ მწვრთნელად დანიშნავს. „არისტოკრატების“ ლეგენდა ამჟამად სწორედ „დერბის“ დამრიგებელია, თუმცა, დიდი ალბათობით, კარიერას მალე იმ გუნდში გააგრძელებს, სადაც ფეხბურთელობისას ყველაზე დიდი დრო გაატარა.

რაც შეეხება ჩელსის ამჟამინდელ მწვრთნელს, იტალიელ მაურიციო სარის, ის ტურინის „იუვენტუსის“ ახალ დამრიგებლად მოიაზრება.

მიუხედავად ამისა, როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ამტკიცებს, ლონდონელები „დერბის“ ხელმძღვანელობას ჯერ არ დაკავშირებიან.