ფრენკ ლამპარდი - არ ვიცი, როდის შეძლებს ტემი აბრაჰამი მოედანზე დაბრუნებას
ფრენკ ლამპარდი - არ ვიცი, როდის შეძლებს ტემი აბრაჰამი მოედანზე დაბრუნებას

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი აცხადებს, რომ არ იცის, როდის შეძლებს მორიგი ტრავმის მორჩენას გუნდის ფორვარდი ტემი აბრაჰამი. 22 წლის ფეხბურთელმა კოჭის დაზიანება ჯერ კიდევ იანვარში, „არსენალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო. ის მოედანს ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში დაუბრუნდა, თუმცა ტრავმა კვლავ გაუმიზეზდა.

„არ ვიცი, როდის შეძლებს ის ისევ თამაშს. კოჭის ტრავმა აქვს. ექიმი არა ვარ, ამიტომ ზუსტ დიაგნოზს ვერ დავსვამ. ანთება აქვს და პერიოდულად ტკივილები აწუხებს. პრობლემის გადაწყვეტას ყველანაირად ვცდილობთ“, – ამბობს ლამპარდი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ლონდონელები მიუნხენის „ბაიერნთან“ საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდნენ და მომდევნო ეტაპზე გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვთ დარჩენილი.