ფრენკ კამაჩოს კორონავირუსი დაუდასტურდა - ბროკ ვივერს ჯეილინ ტერნერი დაუპირისპირდება
ფრენკ კამაჩოს კორონავირუსი დაუდასტურდა - ბროკ ვივერს ჯეილინ ტერნერი დაუპირისპირდება

13 სექტემბერს, ლას ვეგასში, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მორიგი „ქარდი“ გაიმართება. დღის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს მიშელ ვოტერსონი და ანჯელა ჰილი დაუპირისპირდებიან.

ამავე დღეს ბროკ ვივერი ფრენკ კამაჩოს წინააღმდეგ უნდა ასულიყო ოქტაგონზე, თუმცა ამ უკანასკნელს კორონავირუსი დაუდასტურდა და კამაჩო ბრძოლას ჩაეხსნა. მის მაგივრად ვივერს ჯეილინ ტერნერი შეხვდება.

ტერნერს (9-5) ბოლო ბრძოლა თებერვალში აქვს გამართული და მან ჯოშუა კულიბაო ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ვივერს (15-5) კი UFC-ში ორი ბრძოლა აქვს გამართული. უკანასკნელად მან რუზველტ რობერტსთან მტკივნეული ილეთით წააგო.

„ვეგას 10“-ის განახლებული „ქარდი“ ასე გამოიყურება

მთავარი ქარდი

ანჯელა ჰილი – მიშელ ვოტერსონი

ოტმან აზაიტარი – ქამა ვორთი

როქსან მოდაფერი – ანდრეა ლი

ედ ჰერმანი – მაიკ როდრიგეზი

კაელ ნელსონი – ბილი კუარანტილო

პრელიმები

მეტ შნელი – ტაისონ ნამი

ჯულია ავლია – სიჯარა ეუბანკსი

მეტ ფრევოლა – რუზველტ რობერტსი

ბობი გრინი – ალან პატრიკი

ბრაიან ბარბარენა – ენტონი აივი

საბინა მაზო – ჯასტინ კიში

ალექსანდერ რომანოვი – როქ მარტინეზი

ბროკ ვივერი – ჯეილინ ტერნერი