ფრენკ ფოგელი ენტონი დევისის ტრავმაზე - მისი მოედანზე შემოსვლის საკითხი უშუალოდ მატჩამდე გადაწყდება #1TVSPORT
ფრენკ ფოგელი ენტონი დევისის ტრავმაზე - მისი მოედანზე შემოსვლის საკითხი უშუალოდ მატჩამდე გადაწყდება #1TVSPORT

ნბა-ის მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე პლეი-ოფიდან გამოვარდნასთან ძალიან ახლოს არის. „ლეიკერსი“ „ფინიქსთან“ სერიაში 3:2 მარცხდება. რიგით მეექვსე შეხვედრა გუნდებს შორის ოთხ ივნისს, „სტეიპლს ცენტრში“ შედგება. ლოს ანჯელესური გუნდის გულშემატკივრებისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ენტონი დევისის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მოგეხსენებათ, რომ „ლეიკერსის” ლიდერმა საზარდულის ტრავმა მიიღო და წინა მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

„ლეიკერსის” თავკაცმა ფრენკ ფოგელმა დევისის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:

„დარწმუნებული არ ვარ, მოახერხებს თუ არა ის (დევისი) მეექვსე შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. ვნახოთ როგორ იქნება, ყველაფერს აკეთებს, რომ ითამაშოს.“

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქმედი ჩემპიონი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. იმ შემთხვევაშიც თუ დევისი შეძლებს თამაშს, ფაქტია, რომ ის 100 პროცენტით ვერ დაიხარჯება, ეს კი „ლეიკერსისთვის“ შესაძლოა დამღუპველი გამოდგეს.

დატოვე კომენტარი