ფრენბურთი - სერბეთი მსოფლიო ჩემპიონია [ვიდეო]

იაპონიაში, ფრენბურთში ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა.

პირველად მოხდა, რომ ფინალში ორივე გუნდი ევროპული გახლდათ. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად მოიგო სერბეთის ნაკრებმა, რომელმაც ფინალში 3:2 იტალიას მოუგო. იტალიამ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი მედალი აიღო. მესამე ადგილისთვის მატჩში, ოლიმპიურმა ჩემპიონმა – ჩინეთმა 3:0 ჰოლანდიას მოუგო.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ სერბეთის ნაკრების ლიდერი – ტიანა ბოშკოვიჩი აღიარეს.

დატოვე კომენტარი