ფრენბურთი | საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ვერცხლის ლიგაში ლუქსემბურგს უმასპინძლა #1TVSPORT
ფრენბურთი | საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ვერცხლის ლიგაში ლუქსემბურგს უმასპინძლა #1TVSPORT

საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ვერცხლის ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში, თბილისში ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლა და 0:3 (25:17, 25:14, 25:9) დამარცხდა.

ფავორიტად ლუქსემბურგელები მიიჩნეოდნენ და ეს სტატუსი გაამართლეს – სტუმრებმა სამ სეტში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლეს და პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

საქარველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 29 ივნისს კვლავ თბილისში ჩაატარებს და ფარერის კუნძულის ნაკრებს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები:

მანუჩარ დეკანაძე (2 ქულა), სანდრო ნაცვლიშვილი, გარი კურაზიანი (2), გიორგი გორდაძე (1), ალექსანდრე ქაჩიბაია (1), თორნიკე კამკამიძე (3), დავით ლაზარაშვილი (3), მათე თევდორაძე (4), ალექსი ზაქაიძე (5), ხასი ხალილოვი (2), ბადრი ნუცუბიძე (2), გოგა ბუაძე, როინ ძნელაძე, გიორგი ბურდული.