ფრენბურთი | საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ვერცხლის ლიგაში მესამე მატჩი გამართა #1TVSPORT
საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრებმა ვერცხლის ლიგაში მორიგი მატჩი უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტში ისლანდიის ნაკრებთნ ჩაატარა და დაძაბულ შეხვედრაში 2:3 (14:25, 26:24, 25:14, 19:25, 6:15) დამარცხდა.
პირველი სეტის წაგების შემდეგ ქართველმა ფრენბურთელებმა ზედიზედ ორი სეტი მოიგეს და დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ შეხვედრაც დათმეს.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 22 ივნისს უნგრეთთან გამართავს.
საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ისლანდიასთან:
დავით ლაზარაშვილი (12), გარი კურაზიანი (12), თორნიკე კამკამიძე (11), სანდრო ნაცვლიშვილი (1), გიორგი გორდაძე (1), ალექსანდრე ქაჩიბაია (4), მათე თევდორაძე (9), ალექსი ზაქაიძე (10), ბადრი ნუცუბიძე (6), როინ ძნელაძე, გიორგი ბურდული (2), ხასი ხალილოვი, მანუჩარ დეკანაძე, გოგა ბუაძე.