ფრენბურთი | საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ვერცხლის ლიგაში გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრებმა ვერცხლის ლიგაში ბოლო ტურის შეხვედრა თბილისში, ფარერის კუნძულების ნაკრებთან გამართა და 1:3 (18:25, 25:21, 22:25, 18:25) დამარცხდა.
ქართველმა ფრენბურთელებმა ფარერებთან მხოლოდ ერთი სეტის მოგება მოახერხეს, საბოლოოდ კი ვერცხლის ლიგაში გამოსვლა მოგების გარეშე დაასრულეს.
საქართველოს ნაკრების სტატისტიკა:
დავით ლაზარაშვილი (18 ქულა), ალექსი ზაქაიძე (13), ბადრი ნუცუბიძე (12), სანდრო ნაცვლიშვილი, მანუჩარ დეკანაძე, გარი კურაზიანი (3), გიორგი გორდაძე, ალექსანდრე ქაჩიბაია (3), თორნიკე კამკამიძე (2), მათე თევდორააძე (5), ხასი ხალილოვი (1), გოგა ბუაძე, როინ ძნელაძე, გიორგი ბურდული (1).