ფრენბურთი | საქართველოს ვაჟთა ნაკრები ვერცხლის ლიგაში უნგრეთთან დამარცხდა #1TVSPORT
ფრენბურთი | საქართველოს ვაჟთა ნაკრები ვერცხლის ლიგაში უნგრეთთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრებმა ვერცხლის ლიგაში მორიგი მატჩი უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტში მასპინძელ უნგრეთის ნაკრებთნ ჩაატარა და 0:3 (25:9, 25:17, 25:16) დამარცხდა.

ქართველი ფრენბურთელები ვერცხლის ლიგაში მომდევნო ორ მატჩს თბილისში გამართავენ – 27 ივნისს ლუქსემბურგს, ხოლო 29 ივნისს ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებენ.

საქართველოს ნაკრების ფრენბურთელების სტატისტიკა უნგრეთთან:

სანდრო ნაცვლიშვილი (1 ქულა), მანუჩარ დეკანაძე (6), გარი კურაზიანი (5), გიორგი გორდაძე (1), ალექსანდრე ქაჩიბაია, თორნიკე კამკამიძე (3), დავით ლაზარაშვილი (5), მათე თევდორაძე, ალექსი ზაქაიძე (2), ხასი ხალილოვი, ბადრი ნუცუბიძე, გოგა ბუაძე, როინ ძნელაძე, გიორგი ბურდული (1).