ფრენბურთი | საქართველოს ქალთა ნაკრებმა ვერცხლის ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა #1TVSPORT
ფრენბურთი | საქართველოს ქალთა ნაკრებმა ვერცხლის ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ვერცხლის ლიგაზე მეხუთე მატჩი სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან გამართა და 3:1 (20:25, 25:21, 25:23, 25:22) გაიმარჯვა.

ქართველმა გოგონებმა პირველი სეტი დათმეს, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამი სეტი მოიგეს და ვეცხლის ლიგაში მესმე გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების შემადგნელობა: ანა კალანდაძე (25), მარიამ გაფრინდაშვილი (10 ქულა), ქეთევან ბლუაშვილი (2), მაგდა კობაიძე (10), მარიამ მუშკუდიანი (18), მელანია კაციტაძე (1), ლიზი-ირინე ლობჟანიძე (11), მარიამ ბერიაშვილი, მართა ლორთქიფანიძე, თინათინ ჟღენტი, ანა ჯანხოთელი, ანი მდივანი.

საქართველოს ნაკრები ვერცხლის ლიგაზე მომდევნი მატჩს 15 ივნისს ისრაელის ნაკრებთან ჩაატარებს (მატჩები ჩრდილოეთ მაკედონიაში იმართება).