ფრენბურთი | საქართველოს ქალთა ნაკრებმა ვერცხლის ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა თბილისში, ევროპის ვერცხლის ლიგის გათამაშებაში ლუქსემბურგს უმასპინძლა და ხუთ სეტში დაამარხცა – 3:2 (21:25, 31:29, 25:15, 22:25, 15:8)
მატჩი დაძაბული გამოდგა. ქართველმა ფრენბურთელები სამი სეტის შემდეგ 2:1 იგებდნენ, მეოთხე სეტში ლუქსემბურგმა ანგარიში გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსავლენად გადამწყვეტი სეტი გახდა საჭირო, რომელიც უკეთესად ქართველმა ფრენბურთელებმა ჩაატარეს, 15:8 მოიგეს და ვერცხლის ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ქართველმა ფრენბურთელებმა ავსტრიას გასვლით მატჩში 3:2 სძლიეს
საქართველო-ლუქსემბურგი 3:2 (21:25, 31:29, 25:15, 22:25, 15:8)
საქართველო: ანა კალანდაძე (28), მარიამ გაფრინდაშვილი (13), მაგდა კობაიძე (20), მარიამ მუშკუდიანი (12), ლიზი ლობჟანიძე (7), მარიამ ბერიაშვილი (1), ქეთევან ბლუაშვილი, ირინა ჭელიძე, მართა ლორთქიფანიძე, თინათინ ჟღენტი, ანა ჯანხოთელი, მელანია კაციტაძე, ანი მდივანი.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 ივნისს თბილისში ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.