ფრენბურთი | საქართველოს ქალთა ნაკრებმა ვერცხლის ლიგაში მეოთხე მატჩი გამართა #1TVSPORT
ფრენბურთი | საქართველოს ქალთა ნაკრებმა ვერცხლის ლიგაში მეოთხე მატჩი გამართა #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა თბილისში, ევროპის ვერცხლის ლიგის გათამაშებაში ლატვიას უმასპინძლა და 4 სეტში დამარცხდა – 1:3 (25:16, 23:25, 21:25, 18:24)

ქართველმა ფრენბურთელები თამაში აქტიურად დაიწყეს და პირველი სეტი მათ სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ შემდეგ ლატვიელებმა თამაში გააუმჯობესეს, ზედიზედ სამი სეტი მოიგეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს.


საქართველო-ლატვია 1:3 (25:16, 23:25, 21:25, 18:25)


საქართველო: ანა კალანდაძე (14), მარიამ გაფრინდაშვილი (8), მაგდა კობაიძე (13), მარიამ მუშკუდიანი (17), ლიზი ლობჟანიძე (3), მარიამ ბერიაშვილი, ქეთევან ბლუაშვილი (2), ირინა ჭელიძე, მართა ლორთქიფანიძე, თინათინ ჟღენტი, ანა ჯანხოთელი, მელანია კაციტაძე, ანი მდივანი.

ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 მოგება და 3 წაგება აქვს და მომდევნო შეხვედრებს სტუმრად ჩაატარებს – 14 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ხოლო 15 ივნისს ისრაელთან.