ფრენბურთი | საქართველოს ქალთა ნაკრებმა ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გამართა #1TVSPORT
ფრენბურთი | საქართველოს ქალთა ნაკრებმა ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გამართა #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა რუსთავის სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი გამართა ესპანეთის ნაკრებთან და 0:3 (19:25, 14:25, 15:25) დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს, ანა კალანდაძეს, მის არყოფნაში ლიდერის ფუნქციები მაგდა კობაიძემ იტვირთა, რომელმაც გუნდს ყველაზე მეტი, 12 ქულა შესძინა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მაგდა კობაიძე (12), მარამ გაფრინდაშვილი (5), მელანია კაციტაძე (4), მარიამ ბერიაშვილი, ქეთვან ბლუაშვილი (1), ირინა ჭელიძე (2),ბარბარე ბიწაძე, მართა ლორთქიფანიძე, თინათინ ჟღენტი (4), ანასტასია დვალიშვილი, ანა ჯანხოთელი, ანი მდივანი (1).

საქართველოს ნაკრები E ჯგუფში გამოდის, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები არიან. ქართველი ფრნბურთელები მომდევნო მატჩს 10 აგვისტოს პორტუგალიასთან გამართავენ.