ფრენბურთი | საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში პორტუგალიას შეხვდა #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩი გამართა და 0:3 (8:25, 16:25, 18:25) დამარცხდა.
ბოლო შეხვედრები საქართველოს ნაკრებმა ლიდერის, ანა კალანდაძის გარეშე ჩაატარა, რომელიც ახალი სეზონიდან კარიერას თურქეთში, „არას კარგოში“ განაგრძობს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მარიამ გაფრინდაშვილი (5 ქულა), მარიამ ბერიაშვილი (6), ქეთევან ბლუაშვილი, ირინა ჭელიძე (1), ბარბარე ბიწაძე, მაგდა კობაიძე (7), მართა ლორთქიფანიძე, თინათინ ჟღენტი (4), ანა დიასამიძე (1), ანასტასია დვალიშვილი, მელანია კაციტაძე (4), ანი მდივანი.