ფრენბურთი | საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის ლიგაზე პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
საქართველოს ფრენბურთელ ვაჟთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგის ჩემპიონატში პირველ მატჩი აზერბაიჯანის ნაკრებთან გამართა და 0:3 (20:25, 18:25, 18:25), დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
1. სანდრო ნაცვლიშვილი, 3. აბუსერ აბუსერიძე (3 ქულა), 4. გარი კარაზიანი (4), 7. გიორგი გორდაძე, 9. ალექსანდრე ქაჩიბაია (2), 10. თორნიკე კამკამიძე (5), 11. დავით ლაზარაშვილი (4), 12. მათე თევდორაძე (5), 13. ალექსი ზაქაიძე (8), 14. ხასი ხალილოვი, 16. ბადრი ნუცუბიძე (5), 17. გოგა ბუაძე, 19. როინ ძნელაძე, 23. გიორგი ბურდული.
საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში შვედეთი, ლუქსემბურგი, ავსტრია, უნგრეთი, ფარერის კუნძულები, ისლანდია და აზერბაიჯაინი ასპარეზობენ.
დარჩენილი თამაშების განრიგი:
8 ივნისი, უმეო (შვედეთი) | შვედეთი – საქართველო
21 ივნისი, კეჩკემეტი (უნგრეთი) | ისლანდია – საქართველო
22 ივნისი, კეჩკემეტი (უნგრეთი) | უნგრეთი – საქართველო
27 ივნისი, თბილისი | საქართველო – ლუქსემბურგი
29 ივნისი, თბილისი | საქართველო – ფარერის კუნძულები