ფრენბურთი | საქართველოს ნაკრები ვერცხლის ლიგაზე პირველ მატჩს აზერბაიჯანთან გამართავს #1TVSPORT
ფრენბურთი | საქართველოს ნაკრები ვერცხლის ლიგაზე პირველ მატჩს აზერბაიჯანთან გამართავს #1TVSPORT

დღეს, 7 ივნისს საქართველოს ფრენბურთელ მამაკაცთა  ეროვნული ნაკრები ევროპის ვერცხლის ლიგის ჩემპიონატში პირველ მატჩს გამართავს – ქართველების მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრები იქნება, მატჩი შვედეთში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში შვედეთი, ლუქსემბურგი, ავსტრია, უნგრეთი, ფარერის კუნძულები, ისლანდია და აზერბაიჯაინი ასპარეზობენ.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი:

7 ივნისი, უმეო (შვედეთი) | საქართველო – აზერბაიჯანი

8 ივნისი, უმეო (შვედეთი) | შვედეთი – საქართველო

21 ივნისი, კეჩკემეტი (უნგრეთი) | ისლანდია – საქართველო

22 ივნისი, კეჩკემეტი (უნგრეთი) | უნგრეთი – საქართველო

27 ივნისი, თბილისი | საქართველო – ლუქსემბურგი

29 ივნისი, თბილისი | საქართველო – ფარერის კუნძულები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

1. სანდრო ნაცვლიშვილი, 3. აბუსერ აბუსერიძე, 4. გარი კარაზიანი, 7. გიორგი გორდაძე, 9. ალექსანდრე ქაჩიბაია, 10. თორნიკე კამკამიძე, 11. დავით ლაზარაშვილი, 12. მათე თევდორაძე, 13. ალექსი ზაქაიძე, 14. ხასი ხალილოვი, 16. ბადრი ნუცუბიძე, 17. გოგა ბუაძე, 19. როინ ძნელაძე, 23. გიორგი ბურდული.