ფრენბურთი | საქართველოს მამაკაცთა ნაკრებმა საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გამართა #1TVSPORT
რუსთავის სპორტის სასახლეში საქართველოს მამაკაც ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საბერძნეთს უმასპინძლა და 0:3 (16:25, 10:25, 15:25) დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
დავით ცხომარია (7 ქულა), გარი კურაზიანი (4), სანდრო ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ქაჩიბაია (3), თორნიკე კამკამიძე, დავით ლაზარაშვილი (4), მათე თევდორაძე (5), ალექსი ზაქაიძე (1), ბადრი ნუცუბიძე (1), როინ ძნელაძე, გიორგი ბურდული (1), გიორგი გორდაძე.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 17 აგვისტოს სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს.