ფრენბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ფაზა დაძლია #1TVSPORT
ფრენბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ფაზა დაძლია #1TVSPORT

ფრენბურთში საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა წარმატებით დაძლია ჩვენს ქვეყანაში გამართული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ფაზა.

გადამწყვეტ მატჩში, რომელიც თელავის სპორტის სასახლეში გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხეს და დასახულ მიზანს მიაღწიეს.

შეხვედრა თავიდან ბოლომდე მასპინძლების სრული უპირატესობით წარიმართა. საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი გუნდის კაპიტანი კესო ნარიმანიძე იყო, რომელმაც თამაში 13 ქულით დაასრულა.

საქართველოში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჯგუფის გამარჯვებული პოლონეთი გახდა, ხოლო საქართველომ მეორე ადგილის დაკავებით მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

მთავარი საკვალიფიკაციო ეტაპი გაზაფხულზე გაიმართება. მეტოქეების ვინაობას ჩვენი გუნდი მოგვიანებით შეიტყობს.