ფრენბურთი | საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკლაფიკიაცო ეტაპზე რუსთავში ითამაშებს #1TVSPORT
ფრენბურთი | საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკლაფიკიაცო ეტაპზე რუსთავში ითამაშებს #1TVSPORT

27-29 მარტს რუსთავის სპორტის სასახლეში საქართველოს 18-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს.

ქართველი ფრენბურთელების მეტოქეები ავსტრიის, გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებები იქნებიან.

შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 27 მარტს ავსტრიასთან ჩაატარებს, 28 მარტს გერმანიას დაუპირისპირდება, ხოლო დასკვნით შეხვედრას 29 მარტს საფრანგეთთან გამართავს – სამივე მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

მომდევნო ეტაპის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

ლიზი ბექაური, მაია გველესიანი, ვიქტორია გრაბოვსკაია, ლილიკო გიორგაძე, მარიამ კუპატაძე, ელენე ჭიპაშვილი, ანასტასია ხუხუნაიშვილი, ელენე ჩხატარაშვილი, მედეა შუბლაძე, ქეთევან მჭედლიშვილი, ელენე მექვაბიშვილი, ნუცა ლომიძე, თეკლა ლორთქიფანიძე, ნინი მიქელაძე, ქეთევან მჟავანაძე, ანა ჯანხოთელი, ქეთი გოფოძე, ბარბარე მინაშვილი, კესო ნარიმანიძე, ლიზი აფხაზავა, სოფია ქავთარაძე.