ფრენბურთი | რუსთავში 18-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართა #1TVSPORT
რუსთავის სპორტის სასახლემ 18-წლამდე გოგონათა ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურს უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს ევროპის რამდენიმე ძლიერი ნაკრები დაუპირისპირდა.
საქართველოს ნაკრებმა საკუთარ არენაზე ავსტრიის, გერმანიისა და საფრანგეთის წინააღდეგ ითამაშა. პირველი ადგილი საფრანგეთმა დაიკავა (3 მოგება) და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა სამივე შეხვედრა ბრძოლაში წააგო.
