ფრენბურთი- მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა

13:08, 19.09.2018
Argentina v Dominican Republic - FIVP Men's World Championship 
Sebastian Sole of Argentina blocks on Bayron Valdez Pena of Dominican Republic at Mandela Forum in Florence, Italy on September 14, 2018
 (Photo by Matteo Ciambelli/NurPhoto via Getty Images)

Argentina v Dominican Republic - FIVP Men's World Championship Sebastian Sole of Argentina blocks on Bayron Valdez Pena of Dominican Republic at Mandela Forum in Florence, Italy on September 14, 2018 (Photo by Matteo Ciambelli/NurPhoto via Getty Images)

მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრენბურთში პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

ოთხ ჯგუფად დაყოფილი 24 გუნდიდან მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე 16 საუკეთესო ნაკრები გავიდა.  ტურნირს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშნენ პუერტო-რიკოს, დომენიკის რესპუბლიკის, კამერუნის, ეგვიპტის, ტუნისის, კუბის, ჩინეთის და იაპონიის გუნდები.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი ოთხ ჯგუფად არის გაყოფილი. მონაწილეები ასპარეზობას პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულებით აგრძელებენ. მესამე ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას ჯგუფის გამარჯვებულები და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს, რომლებიც ორ ექვსგუნდიან ჯგუფს შექმნიან.

„E“ ჯგუფს მასპინძელი იტალია დამაჯერებლად ლიდერობს.  იტალიამ ხუთივე მატჩი მოიგო და 15 ქულით პირველობს. მეორეზე  11 ქულის მქონე ჰოლანდიაა, მესამეზე რუსეთი, რომელსაც 10 ქულა აქვს. 6 ქულით აუტსაიდერია ფინეთი.

„F“ ჯგუფში გაცილებით უფრო დაძაბული ვითარება ბრაზილია 11 ქულა, ბელგია – 10, სლოვენია – 9.   შვიდი ქულის მქონე ავსტრალიის შანსები ძალიან მცირეა.

„G“ ჯგუფში მესამე ეტაპზე გასვლის საუკეთესო შანსი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს აქვს, რომელმაც 13 ქულას მოუყარა თავი. 11 ქულით მეორეზეა ირანი. 9-9 ქულა აქვთ კანადას და ბულგარეთს, რომელიც ჩემპიონატს იტალიასთან ერთად მასპინძლობს.

„H“ ჯგუფში იტალიის მსგავსად 5 მოგებით  ფავორიტი პოლონეთია. სერბეთს 12 ქულა აქვს, საფრანგეთს – 11. ბოლო ადგილზე კი ექვსი ქულით არგენტინაა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ორდღიანი შესვენებაა და ტურნირი 21 სექტემბერს განახლდება.

მსგავსი