ფრენბურთი | ანა კალანდაძემ თურქულ „არას კარგოში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა გუნდის წევრი ანა კალანდაძე „გალათასარაიდან“ კარიერას კვლავ თურქულ გუნდში, იზმირის „არას კარგოში“ გააგრძელებს – მან ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.
კალანდაძეს ბოლო თვეების განმავლობაში მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა, რაც გუნდის გამოცვლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო.
„არას კარგომ“ თურქეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. კალანდაძესთან ერთად, ამ გუნდს „გალათასარაის“ კიდევ ერთი მოთამაშე ასლიჰან კილიკი შეუერთდა.