ფრენბურთი | ანა კალანდაძე კარიერას თურქულ „არას კარგოში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ფრენბურთი | ანა კალანდაძე კარიერას თურქულ „არას კარგოში“ გააგრძელებს #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა გუნდის წევრი ანა კალანდაძე „გალათასარაიდან“ კარიერას კვლავ თურქულ გუნდში, იზმირის „არას კარგოში“ გააგრძელებს.

კალანდაძეს ბოლო თვეების განმავლობაში მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა, რაც გუნდის გამოცვლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო.

„არას კარგომ“ თურქეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. კალანდაძესთან ერთად, ამ გუნდს „გალათასარაის“ კიდევ ერთი მოთამაშე ასლიჰან კილიკი შეუერთდა.