ფრენბურთი | ანა კალანდაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT
ფრენბურთი | ანა კალანდაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველი ფრენბურთელი, რომელიც პოლონურ კლუბ „დეველოპრეს ჟეშუფში“ ასპარეზობს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

გამოკითხვა ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა და ანა კალანდაძემ ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო.

ქართველი ფრენბურთელის კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის სამი მატჩიდან ორი მოიგო, ანა კალანდაძემ კი სამივე შეხვედრის ჯამში გუნდს 56 ქულა შესძინა.

ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შემდეგ, „დეველოპრეს ჟეშუფი“ პლეი ოფში „ვოლერო კანს“ ზეგ, 23 თებერვალს შეხვდება.