ფრედი მოურინიოთი უკმაყოფილოა
ფრედი მოურინიოთი უკმაყოფილოა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, ფრედი უკმაყოფილოა, რადგან „ოლდ ტრაფორდზე“ ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლევა. ნახევარმცველი „იუნაიტედში“ „შახტარიდან“ 52 მილიონ ფუნტად ​ამ ზაფხულს გადავიდა. ბრაზილიელმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ექვსი მატჩი დაიწყო და სრულად სამი მათგანი ჩაატარა.

ფრედი ნოემბერში ნაკრებში არ გამოიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშა და სექტემბერსა და ოქტომბერში სანაკრებო შესვენებები ბრაზილიის ნაკრებში გაატარა.

„რა თქმა უნდა, ძალიან გავღიზიანდი, როცა ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოვხვდი, მაგრამ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე ამ შემთხვევაში, არ დავნებდე ამ ყველაფერს და წინ წავიწიო. მთელს კონცენტრაციას ფეხბურთზე ვახდენ და დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგში ნაკრებში აუცილებლად გამომიძახებენ“, – თქვა ბრაზილიელმა.

„მოურინიომ გადაწყვიტა, რომ გუნდში არ მეთამაშა. ეს მისი გადაწყვეტილებაა. მე მაინც განვაგრძობ მუშაობას. არ მივცემ უფლებას რომ ჩემს განწყობაზე იმოქმედოს და შემარყიოს. მოთმინება უნდა შევინარჩუნო.“ ფრედიმ ასევე აღიარა, რომ „პრემიერ ლიგაში“ გადმოსვლა ძალიან გაუჭირდა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ „იუნაიტედში“ კარგ კარიერას აიწყობს.

„ვფიქრობ, ეს ნორმარულია. ადაპტაციის პერიოდი მაქვს. სხვა ქვეყანაში ვარ, ახალი ეტაპი მაქვს გასავლელი“, – განუცხადა ფრედიმ sky sport-s.