ფრედი ლიუნგბერგი „არსენალის“ ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის დანიშვნას სთხოვს
ფრედი ლიუნგბერგი „არსენალის“ ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის დანიშვნას სთხოვს

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ფრედრიკ ლიუნგბერგმა „მანჩესტერ სიტისთან“ 0:3 წაგების შემდეგ, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას მოუწოდა – მაქსიმალურად დააჩქარონ ახალი მთავარი მწვრთნელის პოვნა და დანიშვნა.

„ჩემთვის დიდი პატივია დროებით გუნდის ხელმძღვანელობა, მაგრამ ჩემი თანაშემწე პერ მერტეზაკერი ასევე აკადემიაშიც ავარჯიშებს, შესაბამისად, ის ერთდროულად ორ პოზიციაზეა, ამიტომაც არის საჭირო მთავარი მწვრთნელის საკითხის სასწრაფოდ მოგვარება.

მე ამაზე უკვე ვილაპარაკე, მაგრამ გადაწყვეტილებას კლუბი იღებს. ვცდილობ როგორც შემიძლია, მაგრამ მიუხედავად ამისა, კარგი იქნებოდა გადაწყვეტილება მალე მიგვეღო“, – მოჰყავს იუნგბერგის სიტყვები RTE-ს.