ფრედ ვანვლეტმა „ტორონტოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა
მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გამთამაშებელი გუნდს არ შეიცვლის. ფრედ ვანვლეტი „ტორონტოში“ რჩება. გამთამაშებელი უახლოეს პერიოდში „რეპტორსთან“ ახალ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულება ვანვლეტისთვის ფინანსურად საკმაოდ მომგებიანი გამოდგა. 26 წლის გამთამაშებელი 85 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
VanVleet’s contract includes a player option in the fourth season, sources said. His agency, @ParLay_SE, has done $145M in contracts over last two days. https://t.co/8f7R6ota5M
— Shams Charania (@ShamsCharania) November 21, 2020
შეგახსენებთ, რომ ფრედ ვანვლეტმა კანადური გუნდის პირველ ჩემპიონობაში ერთ-ერთი საკვანძო როლი შეასრულა. ვანვლეტი „რეპტორსთან“ ერთად 2019 წელს ლარი ო ბრაიენის თასს ისტორიაში პირველად დაეუფლა.
გასულ სეზონზე ვანვლეტი მატჩში საშუალოდ 17.6 ქულას, 6.6 პასს, 3.4 მოხსნასა და 1.9 ჩაჭრას აგროვებდა.