ფრე ყაზახებთან - „მერანი“ თურქეთში ემზადება [ვიდეო] #1TVSPORT
ფრე ყაზახებთან - „მერანი“ თურქეთში ემზადება [ვიდეო] #1TVSPORT

მარტვილის „მერანი“ სეზონისთვის მზადებას თურქეთში აგრძელებს – ცოტნე მონიავას გუნდმა შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და ფრედ 1:1 დაასრულა.

ეროვნული ლიგა 2-ის გუნდი ყაზახეთის პრემიერლიგის წარმომადგენელ „თურანს“ დაუპირისპირდა. ზვიად სიხარულიას მოპოვებული პენალტი, პაპუნა ფონიავამ ზუსტად შეასრულა და „მერანი“ 65-ე წუთზე დააწინაურა. თუმცა შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ყაზახურმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა.


თურქული შეკრება. ამხანაგური მატჩი

მერანი“ – „თურანი 1:1


გოლი: პაპუნა ფონიავა (65. პენ).

მერანი: გორდულავა, მელიავა, გეგია, აფაქიაძე, გაგოშიძე, ლომთაძე, ფაცაცია, ფონიავა, კიკაბიძემ, წოწონავა, მუზაშვილი.

სათადარიგო შემადგენლობა: მიქაია, ქაჯაია, ბიბილაშვილი, სიხარულია, ქანთარია, ჩალაძე, თოდუა, ნანავა, გეგეჭკორი, ჯღამაია, შალამბერიძე, წულაია.