ფრე უხვგოლიან შეხვედრაში - „სამტრედიამ“ „შუქურასთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა #1TVSPORT
ფრე უხვგოლიან შეხვედრაში - „სამტრედიამ“ „შუქურასთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა #1TVSPORT

„ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართული ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მორიგი შეხვედრა „სამტრედიასა“ და ქობულეთის „შუქურას“ შორის სანახაობრივიც გამოდგა, უხვგოლიანიც და დამაინტრიგებელიც, მაგრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

„სამტრედიას“ ტაიმი

გია ცეცაძემ თავისი გუნდი ბოლო დროს სასურველ კონდიციებამდე მიიყვანა. მართალია, შეხვედრა ქობულეთელებს უპირატესობით დაიწყო და მე-4 წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლოთ (მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ლევან ინგოროყვამ კარს ააცილა), მაგრამ „სამტრედიამ“ თამაში გამოასწორა და პირველ ტაიმში მეტოქე დაჩაგრეს. ანგარიში გიგი იოსელიანის შესრულებული ჯარიმის შემდეგ ირაკლი რუხაძემ გახსნა.

24-ე წუთზე რუხაძეს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მის დარტყმას მეკარე თებიძე გადაეფარა და „შუქურა“ გადაარჩინა. 45-ე წუთზე კი მასპინძლებმა მეორე გოლი მაინც გაიტანეს – ირაკლი რუხაძის, მათე კვირკვიასა და გიორგი ილურიძის წამოწყებული შეტევა ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით ოთარ კობახიძემ დაასრულდა – 2:0.

მატჩის გმირი ინგოროყვა

მეორე ტაიმის დასაწყისში ქობულეთლებმა კარგად დაიწყეს და ლევან ინგოროყვას მშვენიერი თამაშის წყალობით ჯერ ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, ხოლო 74-ე წუთზე 2:2 მანვე კარი ახლო მანძილიდან აიღო და წონასწორობა აღადგინა.

„სამტრედიას“ თავდამსხმელს, ირაკლი რუხაძესაც დუბლის შესრულების კიდევ ერთი შანსი მატჩის ბოლოს, 78- წუთზე ჰქონდა, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა, მშვენიერი შანსი გაანიავა და საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა.

12 ტურის შემდეგ „სამტერდიამ“ 9 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზე დარჩა, ხოლო ქობულეთის „შუქურას“ 14 ქულა დაუგროვდა, წყალტუბოს „სამგურალს“ (13) გადაასწრო და მე-6 ადგილზე დაწინაურდა.

„სამტრედია“ – „შუქურა“ 2:2

გოლები: 1:0 რუხაძე (9), 2:0 კობახიძე (45. ილურიძის პასით), 2:1 ინგოროყვა (54. ფარტენაძის პასით), 2:2 ინგოროყვა (74. ჟუნინიო კაბრალის პასით).

08.05. 2021. სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე – არენა“.

„სამტრედია“: ბ. ქურდაძე – კაბა სამბუ, ერაძე (71. კერძევაძე), ნადირაძე (63. მასკარენია) – იოსელიანი, გადირზადე (63. რობაქიძე), მესიაჩენკო, კვირკვია – კობახიძე(63. ვარიეტი), ილურიძე (87. ლომთაძე), რუხაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე

„შუქურა“: თებიძე – ფარტენაძე, ჭანტურია, გოგიტიძე, რეხვიაშვილი (46. კაკაშვილი) – გ. გურეშიძე (80. ექვთიმიშვილი), ხმალაძე – ინგოროყვა (89. ვერულიძე), ჯეფერსონ ჯერალდო, ჟუნინიო კაბრალიმუსელიანი (72. ჩელებაძე)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი

მთავარი არბიტრი: ა. აფციაური

გაფრთხილებები: ხმალაძე (54), კვირკვია (84)