ფრე უხერხულ მეტოქესთან - „დინამო თბილისმა“ „სამგურალი“ ისევ ვერ დაამარცხდა #1TVSPORT
ფრე უხერხულ მეტოქესთან - „დინამო თბილისმა“ „სამგურალი“ ისევ ვერ დაამარცხდა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის მე- 8 ტურში წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ბოლო პერიოდის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქესთან ამჯერადაც ვერ გაიმარჯვა.

მთელი გასული სეზონი „დინამომ“ წყალტუბოელებს ერთხელაც ვერ მოუგო – 2 მატჩი წააგო და 2 ფრედ დაასრულა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ თბილისელებმა ჩემპიონის ტიტული დაკარგეს.

თბილისელებს ამჯერადაც გაუჭირდათ – „დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში კახა ცხადაძის გაწვრთნილები მთელი 90 წუთი ცდილონდნენ დაცვაში კარგად ჩამჯდარი მეტოქის წინაააღმდეგობის გატეხვას, მაგრამ „სამგურალს“ ვერაფერი მოუხერხეს.

„დინამომ“ 8 ტურში 14 ქულა დააგროვა, ბათუმის „დინამოსთან“ (16) ჩამორჩენა ვერ შეამცირა და მესამე ადგილზე დარჩა, ხოლო „სამგურალმა“ (10) ტურის მატჩამდე „საბურთალოს“ (9) გადაასწრო.