ფრე ტესტ-მატჩში - „დილა“ „სამგურალს“ დაუზავდა #1TVSPORT
ფრე ტესტ-მატჩში - „დილა“ „სამგურალს“ დაუზავდა #1TVSPORT

წინასასეზონო სამზადისში ეროვნული ლიგის გუნდებმა საკონტროლო თამაში გამართეს – გორის „დილა“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და მატჩი 2:2 დაასრულა.

ორივე გუნდი სეზონის დაწყებამდე ახალმა მწვრთნელმა ჩაიბარა – „დილას“ პორტუგალიელი რუი მოტა წვრთნის, ხოლო „სამგურალს“ – მიხეილ აშვეთია. ეს ორივესთვის პირველ ამხანაგურ შეხვედრა იყო.

მატჩი, რომელიც გორში, სარაგბო კომპლექსში გაიმართა, უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიში გორის „დილამ“ გიორგი ცეცხლაძის გოლით 25-ე წუთზე გახსნა და მასპინძლებმა უპირატესობა ტაიმის ბოლომდე შეინარჩუნეს – 1:0.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე, 47-ე წუთზე „სამგურალმა“ წონასწორობა დიმიტრი ღურწკაიას გოლით აღადგინა. თუმცა, ცეცხლაძის ნაცვლად მოედანზე შესულმა „დილას“ ახალწვეულმა თავდამსხმელმა, შოთა შეყილაძემ 67-ე წუთზე გორელები ისევ წინ გაიყვანა. საბოლოო ანგარიში კი საჯარიმო დარტყმით 84- ე წუთზე ნიკა ხორხელმა დააფიქსირა – 2:2.