ფრე „შეფილდთან“ - არველაძის „ჰალ სიტიმ“ წაგებების სერია შეწყვიტა #1TVSPORT
ფრე „შეფილდთან“ - არველაძის „ჰალ სიტიმ“ წაგებების სერია შეწყვიტა #1TVSPORT

სამი მტკივნეული მარცხის შემდეგ შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ გასვლაზე „შეფილდ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა, რომელიც პრემიერლიგის საპლეიოფო ზონისთვის იბრძვის და ქულა მოიპოვა.

ზედიზედ სამმა მარცხმა ქართველი მწვრთნელის გუნდი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. „პრესტონთან“, „დერბი ქაუნთისთან“ და პრემიერშიფის ლიდერ „ფულემთან“ წაგებების შემდეგ, შოთა არველაძეს გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაცია სურდა.

ჰალ სიტი“ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ გუნდს პრემიერშიფის 25-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში დაუპირისპირდა და დიდი წინააღმდეგობა გაუწია – ბოლო წუთამდე შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა. საბოლოოდ, „შეფილდმა“ საშინაო არენაზე მიზანს ვერ მაიღწია, შოთა არველაძის გუნდმა კი გასვლაზე მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა – 0:0.

ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, „ჰალ სიტიმ“ ქულა აღება შეძლო და 32 ტურის შემდეგ 33 ქულა დააგროვა, მაგრამ შოთა არაველაძის გუნდი პრემიერშიფში მე-20 ადგილზე დაქვეითდა, რადგან მისმა კონკურენტმა „კარდიფმა“ შინ „ქოვენთრი“ 2:0 დაამარცხა.