ფრე საკმარისი არ გამოდგა - ევროტურნირს „დილაც“ გამოეთიშა #1TVSPORT
ფრე საკმარისი არ გამოდგა - ევროტურნირს „დილაც“ გამოეთიშა #1TVSPORT

კონფერენს ლიგიდან მეორე ქართული გუნდიც გამოვარდა – გორის „დილამ“ საკუთარ სტადიონზე ფინურ „კუპსს“ უმასპინძლა და სასურველ შედეგს ვერ მიაღწია.

ანდრეი დემჩენკოს გუნდმა პირველი მატჩი ფინეთში 0:2 წააგო, განმეორებითი კი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ფრედ დაასრულა და ორი მატჩის ჯამში გათამაშებას გამოეთიშა – 0:2, 0:0.

თბილისის „დინამოს“ შემდეგ „დილა“ მეორე ქართული გუნდია, რომელიც კონფერენს ლიგას გამოეთიშა. ორივე გუნდმა განმეორებით შეხვედრაში საქართველოს უეფა-ს რეიტინგში ქულები მაინც მოუტანა, მაგრამ ეს არის მინიმალური, რისი გაკეთებაც შეეძლოთ.