ფრე რუმინელებთან - ამინდმა ზუგდიდელებს გეგმები შეუცვალა
ფრე რუმინელებთან - ამინდმა ზუგდიდელებს გეგმები შეუცვალა
ეროვნული ლიგა 2-ის გუნდი, ზუგდიდის „დინამო“, სეზონისთვის მოსამზადებლად თურქეთში, ქალაქ ლარაში გაემგზავრა.
 
გეგმის მიხედვით, „დინამოს“ შეკრება 23 თებერვლამდე უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ გუნდს პრობლემა უამინდობამ შეუქმნა. ამის შესახებ ზუგდიდის „დინამოს“ ოფიციალური გვერდი იუწყება.
„გუნდს გამგზავრების დროს ავიარეისებზე მცირე შეფერხებები შეექმნა, ისევე როგორც კიდევ რამდენიმე ქართულ კლუბს. ამის გამო, შეკრებას 25 თებერვლამდე გავაგრძელებთ“ – წერია ზუგდიდის „დინამოს“ ოფიციალურ გვერდი.
თურქეთში კახა გოგიჩაიშვილმა 22 ფეხბურთელი იახლა და პირველი საკონტროლო მატჩი რუმინულ კლუბთან, კონსტანცას „ფარულთან“ გამართა (0:0).